среда, 11 ноября 2009 г.

შავი დემონი

დიდი შავი თვალები, ღრმა მზერა, ლამაზი და სათნო თითები. გრძელი შავი თმა და ახოვანი ტანი. ეს ჩემი შავი დემონია. ის მუდამ სიახლეს ეძებს, მობეზრდა უაზრო ხეტიალი. ''სიყვარულის სისხლი''მოსწყურდა. უცნაურია მაგარამ, დემონასაც უყვარს და გულიც ტკივა ხოლმე, მერე რა რო დემინია? ცის კიდეში თავისი ცხოვრების ფილოსოფიას დღემდე დაეძებს. საუკუნეები განვლო სიყვარულის ძებნაში. დღემდე მხოლოდ სიძულვილთან და სიბოროტესთან ასოცირდება...ყველა ზიზიღით უყურებს. მაგარამ ის ჩემი მეგობარია...სადღაც დავკარგე და ახალა ისევ გამოჩვნდა ჩემს ცხოვრებაში. რამდენჯერ მინატრია უკუნ ღამეში მასთან საუბარი. ბევრჯერ ვყოფილვართ ერთად მთვარიან ღამეში სიყვარულის მეჯლისზე. მას ყოველთვის ესმის ჩემი. ჩემს არსებაში შემოიჭრა და თავს არ მანებებს.დიდი ვნებასთან ერთად სულიერი იარებიც დატოვა,მაგარამ მისი წასვლა არ მინდა...
ახალაც მეძახის, ჩემი სისიხლი მოსწყურდა. მეც მზადად ვარ დავალევინო ის, რადაგან სწყურია და მისი სიკვდილი არ მინდა. არანორმალური ადამიანებს აქვთ ხოლმე დემონების დახმარების სურვილი. მე არანორმალური არ ვარ, უბრალოდ არანორმალურად ვეტრფი თავისუფლებას. დაკანონებული ნორმების დაცვა მომბეზრდა, სწორედ ამიტომ ვარ დემონის სიახლოვეს. თითოეულ ადამიანშია შავი დემონი მაგარამ მის არსებობას ჩემგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი არ აღიარებს.
გინახავთ დემონის თავლზე ცრემლი? მე მინახავს! ის სიმარტოვეს ებრძვის და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი აქვს. მაგარამ მას ცხოვრება ებრძვის და ისიც ასე სიმარტოვის წამებს ჩემთან ერთან ატარებს. მე ჩემს შავ დემონთან ერთად, ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. არავინ იცის როდის გამწირავს...თუმცა მისი ტკივილი მე მესმის და ის მუდამ მარტო, ცხოვრებაში დაკარგული, სიბოროტის მაძიებელი იქნება.

2 комментария:

  1. "ჩემს არსებაში შემოიჭრა და თავს არ მანებებს.დიდი ვნებასთან ერთად სულიერი იარებიც დატოვა,მაგარამ მისი წასვლა არ მინდა..."
    mmm..
    mec ..
    magram ratomgac shengan gansxavvebit me minda rom wavides..
    Titqos rogorc mesame da zedmetia chemshi..

    "თითოეულ ადამიანშია შავი დემონი მაგარამ მის არსებობას ჩემგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი არ აღიარებს."
    ho yvelashia,magram zogshi patara da zogshic didi..
    ise romc ar agiaron is mainc chans xolme mgoni..

    p.s ufro xshirad cere xolme aq..

    ОтветитьУдалить