среда, 11 ноября 2009 г.

შავი დემონი

დიდი შავი თვალები, ღრმა მზერა, ლამაზი და სათნო თითები. გრძელი შავი თმა და ახოვანი ტანი. ეს ჩემი შავი დემონია. ის მუდამ სიახლეს ეძებს, მობეზრდა უაზრო ხეტიალი. ''სიყვარულის სისხლი''მოსწყურდა. უცნაურია მაგარამ, დემონასაც უყვარს და გულიც ტკივა ხოლმე, მერე რა რო დემინია? ცის კიდეში თავისი ცხოვრების ფილოსოფიას დღემდე დაეძებს. საუკუნეები განვლო სიყვარულის ძებნაში. დღემდე მხოლოდ სიძულვილთან და სიბოროტესთან ასოცირდება...ყველა ზიზიღით უყურებს. მაგარამ ის ჩემი მეგობარია...სადღაც დავკარგე და ახალა ისევ გამოჩვნდა ჩემს ცხოვრებაში. რამდენჯერ მინატრია უკუნ ღამეში მასთან საუბარი. ბევრჯერ ვყოფილვართ ერთად მთვარიან ღამეში სიყვარულის მეჯლისზე. მას ყოველთვის ესმის ჩემი. ჩემს არსებაში შემოიჭრა და თავს არ მანებებს.დიდი ვნებასთან ერთად სულიერი იარებიც დატოვა,მაგარამ მისი წასვლა არ მინდა...
ახალაც მეძახის, ჩემი სისიხლი მოსწყურდა. მეც მზადად ვარ დავალევინო ის, რადაგან სწყურია და მისი სიკვდილი არ მინდა. არანორმალური ადამიანებს აქვთ ხოლმე დემონების დახმარების სურვილი. მე არანორმალური არ ვარ, უბრალოდ არანორმალურად ვეტრფი თავისუფლებას. დაკანონებული ნორმების დაცვა მომბეზრდა, სწორედ ამიტომ ვარ დემონის სიახლოვეს. თითოეულ ადამიანშია შავი დემონი მაგარამ მის არსებობას ჩემგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი არ აღიარებს.
გინახავთ დემონის თავლზე ცრემლი? მე მინახავს! ის სიმარტოვეს ებრძვის და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი აქვს. მაგარამ მას ცხოვრება ებრძვის და ისიც ასე სიმარტოვის წამებს ჩემთან ერთან ატარებს. მე ჩემს შავ დემონთან ერთად, ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. არავინ იცის როდის გამწირავს...თუმცა მისი ტკივილი მე მესმის და ის მუდამ მარტო, ცხოვრებაში დაკარგული, სიბოროტის მაძიებელი იქნება.

вторник, 10 ноября 2009 г.

სცენის მიღმა

"იყავი ის ვინც ხარ და არა ის ვინც გინდა იყო"

უბრალოდ არ დამიწყია ამ ყველასთვის ნაცნობი ფრაზით წერა...
ჩვენ არ ვართ ის ვინც ვართ..ხმამაღალი ნათქვამია?
ადამიანის დამღუპველი ჩვევა მიმბაძველობაა..
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სცენაა...
ყველა თავის როლს თამაშობს...
მაგარმ ცოტა თუ მიხვდება რა იმალება როლის მიღმა..
ყველანი ერთი დიდი მასაკარადის მონაწილენი ვართ...
ეს მასკარადი ცხოვრებაა...
შენიღბული სამყაროს, შენიღბული მცხოვრებნი...
ყველა თავის ცხოვერბის რელურ როლს მალავს...
იშვითად თუ შევძლებთ ვინმეს კულსიებში შეხვედას...
თუმცა მე მცდელობა მაქვს, ჩემი ლექსების კრებულით სულიერი განცდები და მხარე ოდნავ მაინც გავხსანა...
სწორედ ამიტომ ვუწოდე ამ კრებულს "სცენის მიღმა"...
და მაინც...იშვიათად თუ ვხედავთ რა ხდება სცენის მიღმა...


*********************

სულ სხვა სიყვარულზე მესაუბრები.
სულ სხვა სიყვარულს უნთებ კელაპტრებს,
ჩემი სიყვარული...დარდები,
ჩემი ოცნება აღარ განაღვლებს...
შენ სულ სხვა ოცნება გიხმობს ძვირფასო!
სულ სხვისი ალერსი გიცხრობს ვნებებს...
მე კი გიყურებ გულდაძაფრული
და გრძნობებს ვანდობ ფუჭ ოცნებებს...
ღამის სიზმრებში ხარ გადამალული...
ჩემი გრძნობები თავს იკლავენ
შენ კი სხვის მკლავებში ხარ ჩარგული
მე კი ტანჯვის ცრემლები გულში მიკრავენ...
სულ სხვა სიყვარულს ეჩურჩულები
სხვა სიყვარულის ნაპირზე დგახარ
სხვა სიყვარულზე მესაუბრები
მე კი შორიდან გულს მიკლავ...
შორიდან გეტრფი ვით აკრძალულ ოცნებას...
შენ კი სხვა სიყვარულს ეკეკლუცები
სულ სხვა სიყვარულს უნთებ კელაპტრებს
ჩემი ცრემლები, ჩემი დარდები
აღარ განაღვლებს, აღარ განაღვლებს.



სევდიანი ტანგო


დაჰქრიან გიჟმაჟი ფიქრები
შეშლილი ლანდები ცეკვავენ ტანგოს...
მოდიან ჩემთან შენზე სიზმრები,
შენი სახება არ მინდა დავკარგო...
გიჟმაჟი ოცნება მეჩურჩულება,
სულში ირევიან თეთრი ფიფქები
შეშლილი სახე მესაუბრება: _
ჩვენ ერთად აღასდროს ვიქნებით!
უფრო ირევიან ქარში ფიქრები
სისხლი დუღს, სული კი შფოთავს...
ქარი კივილით მთა_ბარს ეხეთქება
მთვარის შუქი კი ვერ ანათებს ოთახს...
სულში აირია გიჟმაჟი მონატრება
დავსდევ, შენ სახებას არ მინდა დავკარგო!
ისევ აირია სულში ფიქრები
შეშლილი ლანდები ცეკვავენ ტანგოს_
ქარი კი ჩამკივის ყურში სიტყვებს:
ჩვენ ერთად აღარასდროს ვიქნებით კარგო!!!


*************
რატომ ქრებიან ცაზე ვარსკვლავნი...
საით მიდიან, შავი ღრუბლები...
სად მიმაქანებს ცხოვრების ქარავანი?
სად დამეკარგა ნაცნობი ქუჩები...
გთხოვ, მომეშველე გზები ამებნა,
ვერა, ვერ ვხედავ საით წავიდე...
შენ გიხმე მეტი რა მექნა?
მითხარ, რამე რად გაირინდე?!!
ვაი, აღარ ჩანს აღარც იმედი,
აღარც ბილიკი, აღარ ჩანს არსად...
სად გამექეცი ეს რა მიქენი?
რად მაქციე ცრემლად და დარდად...!!!

*************
მოლოდინი,წუთები, წამები...
საათის წიკწიკი...
ეჰ! როგორ გადის დრო წამებით
ახლა სად არის ვინ იცის?!
მე ველი როგორც განთიადი მზეს...
მინდა მოვიდეს, მინდა შევიგრძნო
ალბათ, ოდესმე შევახებ ხელს
ალბათ ოდესმე შევიცნობ!
მაგრამ რა ვუყოთ გაფრენილ წლებს...
ჩამქრალ ოცნებას და იმედის წვეთს,
რა ვუყოთ? ფიქრის ბურუსით
დაბურულ მთებს
იმ ჩამქრალ თვალებს
რა ვუყოთ?
რომელიც ელის ერთს.

******************
ფიქრი არ მინდა

ფიქრი მაშინებს...
ფიქრი არ მინდა..
ფიქრის არ მჯერა..
ფიქრი მავიწყებს
ფიქრი მახსენებს
წარსულის იარებს.
ისევ ფიქრები და ბილიკები.
რომელზეც ბევრი ვიარეთ...
ისევ მოსჩანან დამჭკნარი ტირიფები...
ისევ ფიქრები, ისევ ცრემლები..
ისევ ის გზა და ის აფრები...
ისევ სიზმრები, ისევ ცივი ხელები..
ისევ იგივე ზღაპრები..
ისევ თოვა და ისევ ფიდქები
ისევ წამები, ისევ ლოდინი
ისევ ვედრება ისევ ლოცვანი..
ისევ ნისლით დაბურული ტყეები..
ამ ტყეში არეული ბილიკები..
შორს მიმავალს სიყვარილს წმინდას,
ისევ უიმედობის ცრემლი მაშვენებს..
ფიქრი არ მინდა
ფიქრის არ მჯერა
ფიქრი მაშინებს...

************
მე ახლა ცაში, სევდიან ბალადას ვგალობ
მე ახლა მაღლა, ღმერთთან შეხვედრას
ვლამობ!
მე არ მელოდეთ, მე არ მოვალ არასდროს
ხალხნო...
მე ღმერთი ამ გარდაცვალებით, როგორც
არასდროს მწყალობს..
მე არ მელოდეთ, მე ღმერთთან შეხვედრას
ვჩქარობ!!!

p.s ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია...ძლიერი განცდების დროს დავწერე....