пятница, 4 сентября 2009 г.

სცენის მიღმა

"იყავი ის ვინც ხარ და არა ის ვინც გინდა იყო"

უბრალოდ არ დამიწყია ამ ყველასთვის ნაცნობი ფრაზით წერა...
ჩვენ არ ვართ ის ვინც ვართ..ხმამაღალი ნათქვამია?
ადამიანის დამღუპველი ჩვევა მიმბაძველობაა..
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სცენაა...
ყველა თავის როლს თამაშობს...
მაგარმ ცოტა თუ მიხვდება რა იმალება როლის მიღმა..
ყველანი ერთი დიდი მასაკარადის მონაწილენი ვართ...
ეს მასკარადი ცხოვრებაა...
შენიღბული სამყაროს, შენიღბული მცხოვრებნი...
ყველა თავის ცხოვერბის რელურ როლს მალავს...
იშვითად თუ შევძლებთ ვინმეს კულსიებში შეხვედას...
თუმცა მე მცდელობა მაქვს, ჩემი ლექსების კრებულით სულიერი განცდები და მხარე ოდნავ მაინც გავხსანა...
სწორედ ამიტომ ვუწოდე ამ კრებულს "სცენის მიღმა"...
და მაინც...იშვიათად თუ ვხედავთ რა ხდება სცენის მიღმა...


*********************

სულ სხვა სიყვარულზე მესაუბრები.
სულ სხვა სიყვარულს უნთებ კელაპტრებს,
ჩემი სიყვარული...დარდები,
ჩემი ოცნება აღარ განაღვლებს...
შენ სულ სხვა ოცნება გიხმობს ძვირფასო!
სულ სხვისი ალერსი გიცხრობს ვნებებს...
მე კი გიყურებ გულდაძაფრული
და გრძნობებს ვანდობ ფუჭ ოცნებებს...
ღამის სიზმრებში ხარ გადამალული...
ჩემი გრძნობები თავს იკლავენ
შენ კი სხვის მკლავებში ხარ ჩარგული
მე კი ტანჯვის ცრემლები გულში მიკრავენ...
სულ სხვა სიყვარულს ეჩურჩულები
სხვა სიყვარულის ნაპირზე დგახარ
სხვა სიყვარულზე მესაუბრები
მე კი შორიდან გულს მიკლავ...
შორიდან გეტრფი ვით აკრძალულ ოცნებას...
შენ კი სხვა სიყვარულს ეკეკლუცები
სულ სხვა სიყვარულს უნთებ კელაპტრებს
ჩემი ცრემლები, ჩემი დარდები
აღარ განაღვლებს, აღარ განაღვლებს.



სევდიანი ტანგო


დაჰქრიან გიჟმაჟი ფიქრები
შეშლილი ლანდები ცეკვავენ ტანგოს...
მოდიან ჩემთან შენზე სიზმრები,
შენი სახება არ მინდა დავკარგო...
გიჟმაჟი ოცნება მეჩურჩულება,
სულში ირევიან თეთრი ფიფქები
შეშლილი სახე მესაუბრება: _
ჩვენ ერთად აღასდროს ვიქნებით!
უფრო ირევიან ქარში ფიქრები
სისხლი დუღს, სული კი შფოთავს...
ქარი კივილით მთა_ბარს ეხეთქება
მთვარის შუქი კი ვერ ანათებს ოთახს...
სულში აირია გიჟმაჟი მონატრება
დავსდევ, შენ სახებას არ მინდა დავკარგო!
ისევ აირია სულში ფიქრები
შეშლილი ლანდები ცეკვავენ ტანგოს_
ქარი კი ჩამკივის ყურში სიტყვებს:
ჩვენ ერთად აღარასდროს ვიქნებით კარგო!!!


*************
რატომ ქრებიან ცაზე ვარსკვლავნი...
საით მიდიან, შავი ღრუბლები...
სად მიმაქანებს ცხოვრების ქარავანი?
სად დამეკარგა ნაცნობი ქუჩები...
გთხოვ, მომეშველე გზები ამებნა,
ვერა, ვერ ვხედავ საით წავიდე...
შენ გიხმე მეტი რა მექნა?
მითხარ, რამე რად გაირინდე?!!
ვაი, აღარ ჩანს აღარც იმედი,
აღარც ბილიკი, აღარ ჩანს არსად...
სად გამექეცი ეს რა მიქენი?
რად მაქციე ცრემლად და დარდად...!!!

*************
მოლოდინი,წუთები, წამები...
საათის წიკწიკი...
ეჰ! როგორ გადის დრო წამებით
ახლა სად არის ვინ იცის?!
მე ველი როგორც განთიადი მზეს...
მინდა მოვიდეს, მინდა შევიგრძნო
ალბათ, ოდესმე შევახებ ხელს
ალბათ ოდესმე შევიცნობ!
მაგრამ რა ვუყოთ გაფრენილ წლებს...
ჩამქრალ ოცნებას და იმედის წვეთს,
რა ვუყოთ? ფიქრის ბურუსით
დაბურულ მთებს
იმ ჩამქრალ თვალებს
რა ვუყოთ?
რომელიც ელის ერთს.

******************
ფიქრი არ მინდა

ფიქრი მაშინებს...
ფიქრი არ მინდა..
ფიქრის არ მჯერა..
ფიქრი მავიწყებს
ფიქრი მახსენებს
წარსულის იარებს.
ისევ ფიქრები და ბილიკები.
რომელზეც ბევრი ვიარეთ...
ისევ მოსჩანან დამჭკნარი ტირიფები...
ისევ ფიქრები, ისევ ცრემლები..
ისევ ის გზა და ის აფრები...
ისევ სიზმრები, ისევ ცივი ხელები..
ისევ იგივე ზღაპრები..
ისევ თოვა და ისევ ფიდქები
ისევ წამები, ისევ ლოდინი
ისევ ვედრება ისევ ლოცვანი..
ისევ ნისლით დაბურული ტყეები..
ამ ტყეში არეული ბილიკები..
შორს მიმავალს სიყვარილს წმინდას,
ისევ უიმედობის ცრემლი მაშვენებს..
ფიქრი არ მინდა
ფიქრის არ მჯერა
ფიქრი მაშინებს...

************
მე ახლა ცაში, სევდიან ბალადას ვგალობ
მე ახლა მაღლა, ღმერთთან შეხვედრას
ვლამობ!
მე არ მელოდეთ, მე არ მოვალ არასდროს
ხალხნო...
მე ღმერთი ამ გარდაცვალებით, როგორც
არასდროს მწყალობს..
მე არ მელოდეთ, მე ღმერთთან შეხვედრას
ვჩქარობ!!!

p.s ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია...ძლიერი განცდების დროს დავწერე....

9 комментариев:

  1. ვაააჰ..

    რატომ ქრებიან ცაზე ვარსკვლავნი...
    საით მიდიან, შავი ღრუბლები...
    სად მიმაქანებს ცხოვრების ქარავანი?
    სად დამეკარგა ნაცნობი ქუჩები...
    გთხოვ, მომეშველე გზები ამებნა,
    ვერა, ვერ ვხედავ საით წავიდე...
    შენ გიხმე მეტი რა მექნა?
    მითხარ, რამე რად გაირინდე?!!
    ვაი, აღარ ჩანს აღარც იმედი,
    აღარც ბილიკი, აღარ ჩანს არსად...
    სად გამექეცი ეს რა მიქენი?
    რად მაქციე ცრემლად და დარდად...!!!

    ძალიან მომეწონა..
    მაგრამ ეს განსაკუთრებულად მომეწონა..
    ალბატ იმიტომ რომ განსაკუთრებულად ახლოა..
    კარგია..
    წარმატებები..

    ОтветитьУдалить
  2. დიდი მადლობა. საინტერესოა რატოა ახლო? საერთოდ მიხარია როცა ჩემი ლექსი ვინმეს ცოტათი მაინც რაღაცას ახსენებს....

    ОтветитьУдалить
  3. არც თუ ისე ხშირად მაგრამ მაინც მაქვა ხოლმე ასეთი მდგომარეობა..
    აი ,როცა ბრძოლით ვიღლები ხოლმე..
    როცა უსასურლო კიბის პირველ საფეუხზე ძლივს ავღოღდები და მერე უცებ ქვემოთ ვეშვები,უიმედოდ ვარ კიარა და..ყველაფერი დაკარგული და წყალში ჩაყრილი მგონია..მგონია რომ მარტო დამტოვა და ჩემი ვედრება არ შეისმინა..
    მერე ისევ წამოვდგები და წამოვდგები..

    ОтветитьУдалить
  4. ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხარ...კარგად გესმის სულიერი მღელვარება და ცხოვრების ღტული ქარტეხილები....შენი ბლოგი რო წავიკითხე სულიერი და ეკლესიურია...წარმატებებს გისურვებ...უფალმა მოგცეს ძალა რათა გაუძლო ცხოვრებას...

    ОтветитьУдалить
  5. ძალიან დიდი მადლობა..

    ”ჩვენ არ ვართ ის ვინც ვართ..”
    გეთანმხები..

    ”იშვითად თუ შევძლებთ ვინმეს კულსიებში შეხვედას...”
    მაგრამ თუ შევძლებთ,შეიძლება ბევრი იმედგაცურებაც დაგვხდეს..
    ბევრი ნიღაბი და ნამდვილი სახე ნახო..
    ან კიდევ ძალიან დიდი ,გამახარაბელი მოულოდნელობა..
    ორივე ვარიანტში ,ჩემთვის ,საინტერესოა რა ხდება ხოლმე სცენის მიღმა,კულისებში..

    ОтветитьУдалить
  6. მადლობ საინტერესო შეფასებებისათვის...ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი ხარ სხვათა შორის....მე არ ვარ პოეტი...უბრალო მცდელობა მაქვს რაგაც ფორმით გადმოვცე ჩემი ნაფიქარალი...

    ОтветитьУдалить
  7. ძალიან კარგი ჩანაფიქრი და გამოცემის ფორმა გიპოვია..
    ვაჰ.. პირველი შემფასებელი..
    წარმატებეს გისურვებ..
    იმედია უფრო უკეთ გაგვაცნობ შენს შემოქმედებას..
    კარგი იქნება უფრო მეტი წერო აქ..

    ОтветитьУдалить